თბილისური ისტორია – სად მდებარეობს ტოვსტონოგოვის ქუჩა

თბილისური ისტორია – სად მდებარეობს ტოვსტონოგოვის ქუჩა

2881
გაზიარება

თბილისს უყვარს ხელოვანები, ამ ქალაქში მათი ისტორიები უკვალოდ არ ქრება. ქუჩები, შენობები, თუ სკვერები, მათ ამბებს ყვებიან. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში არსებობს ტოვსტონოგოვის ქუჩა, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირს უერთდება. შესაძლოა თანამედროვე ახალგაზრდებმა არც კი იცოდნენ, ვისი სახელობისაა ეს პატარა ქუჩა, სადაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაუტარებია, თბილისის საპატიო მოქალაქეს, საქართველოს კულტურის დამსახურებულ მოღვაწეს, XX საუკუნის უდიდეს რეჟისორს, დედით ქართველ გიორგი (გოგი) ტოვსტონოგოვს. Georgiy-Tovstonogov​შარშან მისი დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.
ამავე ქუჩაზე მდებარეობს მისი სახლ-მუზეუმიც.
ღიად რჩება საკითხი, თუ სად დაიბადა გიორგი ტოვსტონოგოვი? თავად უამრავ დოკუმენტებში წერდა, რომ დაიბადა ტიფლისში.
რეჟისორის მშობლები საქართველოში 1919 წლის, ბოლშევიკურ რევოლუციას გამოექცნენ. იმ ხანებში საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყალიბდებოდა. სწორედ აქ შეიყვარა გიორგი ტოვსტონოგოვმა თეატრალური სამყარო და მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართველი მსახიობების დასს თბილისის, ალ. გრიბოედობის სახელობის თეატრში.
ავტორი შორენა პაპაშვილი
წყარო Dalma News

1ali-saz-2-4 12181843_10205420167926921_2019686884_n

კომენტარი