ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტი თბილისში – საკრებულოში პრეზენტაცია გაიმართება

ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტი თბილისში – საკრებულოში პრეზენტაცია გაიმართება

1085
გაზიარება

ტრანსპორტის ალტერნატიული სახეობების განვითარებასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში 21 აპრილს, დღის 12 საათზე, გაიმართება პრეზენტაცია თემაზე, “ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტი თბილისში: გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები”.
“ქალაქში საცობების, ჰაერის დაბინძურებისა და საგზაო ავარიების მზარდი რაოდენობის ფონზე, ხელისუფლება, ბიზნესი, მოქალაქეები ყოველდღიურად გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების ძიებაშია. თბილისში ერთ-ერთ ასეთ ალტერნატიულად ტრანსპორტად შეიძლება მოვიაზროთ ველოსიპედი, თუმცა ამ დროისათვის ველოსიპედისტების ქსელი არ არსებობს და ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილების დროს ველოსიპედს, მხოლოდ ერთეულები იყენებენ. აღნიშნულის მიზეზია, როგორც უსაფრთხოების, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ბილიკების, ველოსადგურების არქონა,” – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში “Safedrive – შეიკარი ღვედი შენი სიცოცხლისთვის !”

კომენტარი