თბილისიდან ბათუმში მგზავრობის დრო, ერთი საათით შემცირდება

თბილისიდან ბათუმში მგზავრობის დრო, ერთი საათით შემცირდება

1013
გაზიარება

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას თბილისიდან საქართველოს შავზღვისპირეთთან. მაგალითად, ბათუმში ჩასვლის დრო ერთი საათით შემცირდება.
მისივე თქმით, მოდერნიზაციის მიზანია, მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გამტარუნარიანობის გაზრდა; მგზავრობის დროის შემცირება; მაგისტრალის საოპერაციო პირობების გაუმჯობესება.
თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ადგილზე გაეცნო და სადგურ მოლითთან ახლოს მდებარე სარკინიგზო გვირაბში, ძირითადი გათხრითი სამუშაოების დასრულებას დაესწრო. eqvsiii-680x365_cვიცე-პრემიერის თქმით, 1115-მეტრის სიგრძის გვირაბის მშენებლობისთვის 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და დასაქმებული იყო 300-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელი. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდების საწყის ეტაპზე, რკინიგზის გამტარუნარიანობის 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე გაზრდას ვარაუდობენ, ხოლო საქართველოს რკინიგზის წლიურმა გამტარუნარიანობამ 100 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს.
როგორც „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე აცხადებს, მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი სს „საქართველოს რკინიგზას“ 260 მილიონი შვეიცარიული ფრანკი დაუჯდება, რასაც ევროფონდებიდან მოზიდული სახსრებითა და საკუთარი შემოსავლებით დაფარავს. მისივე ინფორმაციით, პროექტი 2019 წელს უნდა დასრულდეს, რაც პირდაპირ უკავშირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას.
თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” 2011 წლის, 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად აწარმოებს. სამუშაოების ზედამხედველობას კი, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი უზრუნველყოფს.

კომენტარი