სტამბოლის მერია თბილისს საჩუქრად 5 ავტობუსს გადასცემს 

სტამბოლის მერია თბილისს საჩუქრად 5 ავტობუსს გადასცემს 

1180
გაზიარება

თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და სტამბოლის მერმა კადირ ტოფბაშმა მოაწერეს. დაძმობილების აღსანიშნავად, უახლოეს მომავალში, სტამბოლის მერია თბილისს საჩუქრად 5 ავტობუსს გადასცემს.
თბილისის მერი დავით ნარმანია სტამბოლში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, თურქულ მხარესთან მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტურიზმის განვითარებისა და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებით. კერძოდ, დაძმობილების მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ადგილობრივი მმართველ4G2A7109 copyობის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, გამწვანების, ტრანსპორტის, ურბანული დაგეგმარების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე, სპორტის სფეროებში. ხელს შეუწყობენ მდგრად და მშვიდობიან განვითარებასა და კულტურათაშორის დიალოგს.
მათივე ინფორმაციით, თბილისი და სტამბოლი ერთმანეთს ​მხარს დაუჭერენ ​სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, როგორიცაა ვაჭრობის, ინვესტიციების, ფინანსების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში ბაზრობების, გამოფენებისა და ფესტივალების მოწყობა. მემორანდუმის თანახმად, ქალაქები საერთაშორისო ასპარეზზეც შეუწყობენ ერთმანეთს ხელს და ითანამშრომლებენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.
ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებმა ორ ქვეყანასა და ორ ქალაქს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებზე ისაუბრეს და დასძინეს, რომ მემორანდუმი, სწორედ, ამ ურთიერთობების გაღრმავებას, ახალ ფაზაში გადასვლას გულისხმობს.4G2A7035 copyდავით ნარმანიას მიაჩნია, რომ სტამბოლის გამოცდილება თბილისისთვის საინტერესოა, როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით ქალაქის განახლების თვალსაზრისით. სტამბოლის მერმა თბილისში სტუმრობის სურვილიც გამოთქვა. ვიზიტი სავარაუდოდ მიმდინარე წლისთვის დაიგეგმება. ნარმანიამ და ტოფბაშმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. დავით ნარმანიამ საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერიც განათავსა.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, დავით ნარმანია მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად სტამბოლის მერის მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე იმყოფებოდა.

კომენტარი