მეგობრებისა და ცოდნის გარდა, თბილისმა​ თავდაჯერებულობაც შემძინა – თათია გელაძე

მეგობრებისა და ცოდნის გარდა, თბილისმა​ თავდაჯერებულობაც შემძინა – თათია გელაძე

765
გაზიარება

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარის ძირითად მოსახლეობას, 1989 წელს, აჭარაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტები შეადგენენ. ოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, მაშინ აჭარა 9 000-ზე მეტმა ოჯახმა დატოვა. ისინი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში არიან ჩასახლებულები. აჭარელი ეკომიგრანტებისთვის სახლები საგანგებოდ ააშენეს სოფელ ჰერეთისკარში. მას შემდეგ იბრძვიან სოფლის განვითარებისთვის და არც საკუთარ ფესვებს კარგავენ.
აქაური ახალგაზრდები, ქალაქში მიღებული ცოდნით კვლავ სოფელს უბრუნდებიან და მიღებულ გამოცდილებას საკუთარი თემის განვითარებას ახმარენ. “სითი კვირა” ერთ-ერთ მათგანს, ორგანიზაცია “სათემო კავშირი ჰერეთის” თავმჯდომარე თათია გელაძეს ესაუბრა. 

– 26 წელია რაც წამოვედით, მაგრამ ფესვებს არ ვკარგავთ. იქ ბევრი ნათესავი მყავს. ბებია და ბაბუა როგორც ყველასთვის ჩემთვისაც განსაკუთრებული ადამიანები არიან, სწორედ მათი გავლენაა, ასე ძალიან რომ მიყვარს ეს კუთხე, რომელმაც ბავშვობაში ბევრ სიკეთეს მაზიარა. პატარაობიდან მოყოლებული საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი, თუმცა ყოველთვის გაწონასწორებული და მშვიდი, ყოველთვის დამოუკიდებლად ვმეცადინეობდი, დავდიოდი ცეკვაზე, ვმონაწილეობდი სხვადასხვა კონკურსებში, ვიყენებდი ყველა რესურსს და შემოთავაზებას, რასაც იმ ხანებში სკოლა და სოფელი იძლეოდა. ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარდა, ამიტომ ზუსტად ვიცოდი, რომ ეკონომიკის განხრით უნდ წავსულიყავი.  10897943_863763463690943_3026791747141979482_nსკოლის დამთავრებისთანავე თბილისის ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ასე აღმოვჩნდი ჩემი მოკრძალებული სოფლიდან დიდი ქალაქში. ძალიან ბევრი ახალი და განსხვავებული მეგობარი შევიძინე. ბევრი მეგობრისა და ცოდნის გარდა, თბილისმა მეტი თავდაჯერებულობაც შემძინა.
მამა მაღალმთიანი აჭარიდან არის, დედა ქობულეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა კუთხეზე ერთნაირად შემტკივა გული და ერთნაირად მიყვარს, აჭარა მაინც ჩემი სისუსტეა. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობის წლები უმეტესად იქ მაქვს გატარებული. ზამთარში ყოველთვის ვსტუმრობ ბებია – ბაბუას, ჩემს ბიძებს, რომლებიც დღესაც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობენ, რაც ძალიან მახარებს.

– როგორ შეიქმნა „ახალგაზრდული ცენტრი“ რომელიც უკვე “სათემო კავშირი ჰერეთის” სახელით არის ცნობილი.
– 1989 წელს, სხვა ოჯახებთან ერთად, ჯერ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩაგვასახლეს, 7 წლის შემდეგ კი, ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო, ჩემი ოჯახი ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში გადაიყვანეს. ამ სოფლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს, აჭარელი ეკომიგრანტები შეადგენენ. სოფელი საგანგებოდ მათთვის გააშენეს, სახლების მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც მაღალმთიანეთიდან დაზარალებული მოსახლეობა ჩამოიყვანეს. ჭირშიც და ლხინშიც ყოველთ11053050_555114921303232_7895304964080993563_nვის ერთ მუშტად დგომას მიჩვეულ ადამიანებს, ერთმანეთის გაჭირვების გულთან ახლოს მიტანა არ გაგვჭირვებია და პირველად, რომელი ოჯახებისთვისაც მოესწრო სახლები, სხვა, დროებით უსახლ-კარო ოჯახებს ისინი იკედლებდნენ, სანამ მათაც არ შეუქმნიდნენ საცხოვრებელ პირობებს. იყო პერიოდები, როდესაც ერთ სახლში სამი – ოთხი ოჯახი ცხოვრობდა.ახლადაშენებულ სოფელში იყო სკოლა, ბიბლიოთეკა და კლუბი, თუმცა 90-იან წლებში ბიბლიოთეკა და კლუბი გაუქმდა. სოფელს აღარ ჰქონდა შენობა, სადაც შეიძლებოდა კულტურული წრეების ჩამოყალიბება და გარკვეული მიმართულებით ახალგაზრდების დაკავება, კომპიუტერსა და ინტერნეტზე საერთოდ საუბარიც ზედმეტი იყო. სწორედ მაშინ, სოფლის აქტიური ახალგაზრდები შეიკრიბნენ და “ახალ12968628_1182455828455262_1760083848_nგაზრდული ცენტრი” ჩამოაყალიბეს, სადაც ბავშვებს რეალიზების შესაძლებლობა მიეცემოდათ. 2010 წელს ახალგაზრდული ცენტრი, არაკომერციულ იურიდიულ ორგანიზაციად გარდაიქმნა, რომელსაც “სათემო კავშირი ჰერეთი” ეწოდა.
წლების განმავლობაში 16 პროექტი განვახორციელეთ. მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო დახვეწა ჯგუფის მუშაობა. ახლახანს დასრულდა ჩვენი პროექტი “ძლიერი თემი უკეთესი მომავლისთვის”, რომლის ფარგლებში აშენდა და გარემონტდა ახალი ოფისი, დარბაზი ტრენინგებისთვის.

– თქვენი პირველი ნაბიჯები ორგანიზაციაში “ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის”?
– ერთ მშვენიერ დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია “სათემო კავშირი ჰერეთის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მოვიდა და მითხრა: ორგანიზაცია ახალ პროექტში -“ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის” – ჩაერთო და მისი კოორდინატორი უნდა იყოო. თავდაპირველად უარი ვთქვი, რადგან ჯერ კიდევ მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი და წინ მაგისტრატურა მელოდებოდა, მაგრამ მოგვიანებით, მაინც გადავწყვიტე გავმხდარიყავი “სათემო კავშირი ჰერეთის” გუნდის წევრი. ეს არის, ერთი დიდი, საერთო საქმისთვის გაერთიანებული ადამიანების კავშირი, რასაც სოფლის გაძლიერება ჰქვია.

– კარგად გაართვით თავი დაკისრებულ საქმეს?
– უკვე მეოთხე წელია, ამ ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერი ვარ, ეს სულ სხვა სფერო იყო ჩემთვის, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო ვიზრდებოდი, ცნობილი ამერიკული გამონათქვამია – “ისწავლე კეთებაში” და მეც ვსწავლობდი. მუშაობის დაწყებისთანავე დავიწყე ტრენინგ კურსების გავლა სხვადასხვა სფეროში. ერთ-ერთ ტრენინგზე გვითხრეს: – ხელშ10271618_316918555122871_7205087625505845998_nი არ მოგცემთ გამზადებულ თევზს, მე გასწავლით თევზის ჭერას და თქვენ, თვითონ დაიჭირეთ ის. ამ პრინციპმა უფრო დიდი სტიმული მომცა მეკეთებინა საქმე, ძალიან მომწონს ეს მიდგომა და გამართლებულიც არის. თუ იშრომებ, წარმატებაც აუცილებლად მოვა! ჩავერთეთ პროექტში -“მიგრაციის მართვის გაუმჯობესება ეკომიგრანტთა, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარების გზით,” რომლის ფარგლებშიც ფინანსდებიან ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული ეკომიგრანტი ქალები. ჩემი სოფლიდან 27 ეკომიგრანტი ქალის მიერ წარდგენილი ბიზნეს იდეიდან, ყველა გადავიდა მეორე ტურში და ყველა მათგანს ჩაუტარდება ორდღიანი ტრენინგკურსი ბიზნეს პროექტის დაგეგმარებაზე.

-რა შეგძინათ გუნდურმა მუშაობამ?
– ბევრი რამ შემძინა. მანამდე თუ მხოლოდ ეკონომიკის მიმართულებით ვხედავდი საკუთარ მომავალს, ახლა იმდენად შევეჩვიე საჯარო საქმეს და იმ დიდ ოჯახს, რომელშიც აღმოვჩნდი, სიამოვნებით ვაგრძელებ მოღვაწეობას, უკვე როგორც გამოცდილი კადრი. საუკეთესო ჯგუფი მყავს ორგანიზაციაში და ასევე საუკეთესო ოჯახი, რომ არა ერთობა და მათი მხარში დგომა ამდენს ვერ მოვახერხებდი.
10336837_316909941790399_7066106957477191850_n– როგორ ჩამოყალიბდით ასეთ შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ადამიანად?
– ბავშვობის ნახევარზე მეტი აჭარაში გავატარე. იქაური სოფლები განსაკუთრებულ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, დასაფასებელი და საამაყოა ამ ადამიანების ყოველდღიური ბრძოლა არსებობისთვის. ამ ხალხმა რთული, საინტერესო და ცოტა სევდიანი ცხოვრება გამოიარა. ეს არის, თურქეთის მმართველობის შედეგად გამოწვეული, განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების მატარებელი ეთნოგრაფიული ჯგუფი, რომელმაც შეინარჩუნა და ჩვენამდე მოიტანა ეროვნული თვითშეგნება, მშობლიური ენა, თვითმყოფადი კულტურა. ბევრი ხალხური სიბრძნის მატარებელი ხალხია. 12966063_1182455821788596_388554846_n

– როგორები არიან სარწმუნოება შეცვლილი ქართველები?
– ეს არის გენი, რომელშიც ქართული ჯიში ამოიცნობა, მათ სასაუბრო ენაში ბევრია სიტყვები, რომელსაც მხოლოდ ძველ–ქართულში შეხვდებით. მათში იგრძნობა მშობლიური ენის ღრმა ფესვები. იქ ცხრა თვე მკაცრი ზამთარია და თოვლი ხშირად სახლების პირველ სართულებს ფარავს. იქ ვისწავლე თხილამურებით და ციგით სრიალი. რამდენჯერაც გათოშილი ხელებით და გალურჯებული ტუჩებით სახლში გავიქცეოდი, ბებია იმდენჯერ, ჩემს გაყინულ თითებს, ნაჯაფარ ხელებში მოიქცევდა, გულზე მიმიხუტებდა და ლოყას ლოყაზე მომადებდა. ვგრძნობდი სასიამოვნო გულისცემა მთელ სხეულს როგორ მითბობდა. ფეხები თბილად უნდა გქონდეთო – და განუწყვეტლივ ქსოვდა წინდებს. ყოველთვის მომწონდა ყვავილებით მოქარგული ღუნღულა წინდებ10610921_863763523690937_509399026838077258_nი. ქსოვა ვერ ვისწავლე, მაგრამ იმ სითბომ და მზრუნველობამ, მომავალში გარკვეულწილად, ჩემში ბევრი კარგი და სასარგებლო თვისება ჩამოაყალიბა. სამწუხაროა დღესაც ბევრმა ადამიანმა არასწორად, ან საერთოდ არ იცის ამ ადამიანების გავლილი გზის შესახებ.
წლების წინ, საზოგადოების ნაწილს ჩვენს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ, როდესაც გებულობდნენ, რომ აჭარიდან ვიყავით. განსხვავებული რელიგიის ადამიანებს, თუმცა ისინიც ქართველები არიან, რატომღაც ბევრ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას აყენებენ. არადა კარგსა და ცუდს განა რელიგია შობს? აჭარაში, უკვე, ბევრი ახალგაზრდა საკუთარი სურვილით ირჩევს სარწმუნოებას. კარგია თუ ასეთი მიდგომა ნელ-ნელა დაიკარგება საზოგადოებაში. რაც შეეხება ჩემს წარმომავლობას: ვამაყობ ჩემი კულტურით, ტრადიციებით, ფესვებით, ვამაყობ იმით რომ, მიუხედავად თურქების სამსაუკუნოვანი ბატონობისა, ჩემი წინაპრების ცრემლითა და ტკივილით მოტანილი ქართველი მქვია.

ესაუბრა ირმა მირზაშვილი

10259775_851079554931814_4057423091572128227_n

კომენტარი