„ლიტერას“ ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

 „ლიტერას“ ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

699
გაზიარება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მწერალთა სახლში გამართულ, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
​როგორც ,,სითი კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ჟიურიმ ლიტერატურული პრემიის 5 ნომინაციაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოავლინა. კერძოდ, წლის საუკეთესო საბავშვო წიგნად დასახელდა ნინო სადღობელაშვილის „განძის თეატრი“ („ინტელექტი“); წლის საუკეთესო დებიუტი – ნანა ექვთიმიშვილი – „მსხლების მინდორი“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“); წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ბესიკ ხარანაული – „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ („ინტელექტი“); ზვიად რატიანი – „შენთვის შეიძლება“ („დიოგენე“); ​წლის საუკეთესო პროზაული კრებულის, ან რომანის ნომინაციაში გაიმარჯვა დათო ქარდავას „ესავის ხელები“ („ინტელექტი“); წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი იყო სერია „ამერიკელები“ („დიოგენე“); ყდის დიზაინისთვის კი ბესიკ დანელია დააჯილდოვეს.
მათივე თქმით, გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო, 5 000 ლარი და პრიზი ”ლიტერა“ გადაეცათ, რომლის ავტორიც მხატვარი მანანა არაბულია. ”ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა. „ლიტერა“- ერთადერთი კონკურსია, რომელმაც სხვა ნომინაციებთან ერთად, გამარჯვებულებს ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში ავლენს – „წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი“ და „წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი“.
პრემიის შექმნის მიზანია, ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.
​კონკურსშილიტერა“ მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2015 წელს საქართველოში წიგნად, ან ელექტრონულად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს. საკონკურსოდ შემოსული 99 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე 22 გადავიდა.

კომენტარი