“რეკვიემი უდანაშაულო მსხვერპლთათვის“ – პრემიერა ოპერის თეატრში

“რეკვიემი უდანაშაულო მსხვერპლთათვის“ – პრემიერა ოპერის თეატრში

605
გაზიარება

ტერორიზმის თემას მიეძღვნება, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 23 აპრილს გამართული საღამო – In Memoriam. გზავნილით „არა ტერორიზმს!“ საღამოზე, დავით კინწურაშვილის დირიჟორობით, ორი რეკვიემი შესრულდება. ამ ჟანრის უპირობოდ კლასიკურ ნაწარმოებს, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის რექვიემს, ოპერის ორკესტრსა და გუნდთან ერთად სოლისტები: სალომე ჯიქია, ირინე ალექსიძე, ირაკლი მურჯიკნელი და ლეგი იმედაშვილი შეასრულებენ.
​როგორც ,,სითი კვირას“ ოპერის თეატრში განუცხადეს, თბილისში ნაწარმოების მომზადებას ცნობილი მუსიკოსი ქრისტოფ მაიერი ხელმძღვანელობს. ის მსმენელს სრულიად „განსხვავებულ“ რექვიემს წარუდგენს, რომელიც მაქსიმალურად მიუახლოვდება კომპოზიტორის სტილისა და ეპოქისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერას.
მათივე შეფასებით, ავთენტურ ჟღერადობასთან „დაბრუნების“ ეს ტენდენცია, დღევანდელ ევროპაში ძალზედ აქტუალურია და მას სულ უფრო და უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს.13023450_1140018682698780_1415857664_nმათივე თქმით, საღამოზე თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის, ეკა ჭაბაშვილის რექვიემის მსოფლიო პრემიერაც შედგება. 90-იანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ამ ნაწარმოებს ომისა და ტერორიზმის უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნას უძღვნის. ეკა ჭაბაშვილის რექიემის შესრულებაში ირინა შერაზადიშვილი, თამთა კორძაია, თინათინ მამულაშვილი, თეიმურაზ აზალაძე, ირაკლი მუჯირი მონაწილეობენ.

კომენტარი