„სიყვარულის შავი ყუთი“ – ტარიელ ჭანტურიას ახალი კრებული გამოიცა

„სიყვარულის შავი ყუთი“ – ტარიელ ჭანტურიას ახალი კრებული გამოიცა

924
გაზიარება

ტარიელ ჭანტურიას პოეტური კრებულის „სიყვარულის შავი ყუთი“ -პრეზენტაცია “თბილისის მედიათეკების გაერთიანების” ვაკის ფილიალში გაიმართა. კრებულში პოეტის აქამდე გამოუქვეყნებელი, ბოლო პერიოდის ლექსები შევიდა.   ​
​როგორც ,,სითი კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, პოეზია, რომელსაც ტარიელ ჭანტურია მრავალი წელია ქმნის, ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული მოვლენაა. გამორჩეული პოეტური ხმა, მახვილგონიერი აზროვნება, ირონიისა და სარკაზმის სიმსუბუქე, სრულიად ახალ სამყაროს ქმნის, რომელიც მკითხველს ცხოვრების მიმართ, აქამდე უცხო შთაბეჭდილებით და მოტივაციით აღავსებს.
​კრებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გამომცემლობა “ინტელექტის” მხრდაჭერით გამოიცა.

კომენტარი