„მრისხანება“ – პრემიერა თუმანიშვილის თეატრში

„მრისხანება“ – პრემიერა თუმანიშვილის თეატრში

735
გაზიარება

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ქართულ – გერმანული სპექტაკლის „მრისხანების“ პრემიერა 6,7,8 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი გერმანიაში მოღვაწე ევროპაში აღიარებული, თანამედროვე მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილია და 4 ქართველი და 4 გერმანელი მსახიობი მონაწილეობს.​
​როგორც ,,სითი კვირას“ კულტურული ღონისძიებების ცენტრში განუცხადეს, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრისა და ფრაიბურგის თეატრის (გერმანია) ერთობლივი საერთაშორისო პროექტი “მრისხანება“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
რეჟისორის თქმით, „მრისხანება“ ეპიზოდური დრამაა 8 ადამიანზე, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არიან.
,,ჩემი მაშინდელი ინსპირაცია იყო პრესა და მისი პარალელურობის აბსურდულობა; 6 თვის მანძილზე ვაგროვებდი და ვკითხულობდი სტატიებს, ბულვარული პრესით დაწყებული, პოლიტიკურ – სოციალურით დამთავრებული. ამ უცნაურ კალეიდოსკოპში გამოვარჩიე რამდენიმე თემა, ბანალური და ტრაგიკული, სასაცილო და სასტიკი და ამ მრავალფეროვანი, აბსურდული ინფორმაციიდან გამოვყავი და შევქმენი 8 პერსონაჟი, თავისი ტრაგედიებითა და სიხარულით“ – ამბობს ნინო ხარატიშვილი.
,,მრისხანების“ გერმანული პრემიერა ქალაქ ფრაიბურგში, 2015 წლის 4 დეკემბერს შედგა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: იოჰანა ეივორთი; პაატა ინაური; ვიქტორ ქალერო; ირის მელამედი; მარი ბონეტი; ჰენდრიკ ჰოითმანი; ანამარია გურგენიშვილი; ნინო ბურდული; მაიაკო ბერიძე. რეჟისორის ასისტენტია კაროლი ნებარსი, სცენოგრაფი – იულია ბიურლე-ნოვიკოვა; კოსტიუმების მხატვარი – გუნა მეიერი.

კომენტარი