ქართული წიგნის ფესტივალი გაიხსნა

ქართული წიგნის ფესტივალი გაიხსნა

1163
გაზიარება

ქართული წიგნის ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“ თბილისის „ივენთ ჰოლში“ გაიხსნა. 4 დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დიდი ფასდაკლებით შეიძინონ წიგნები, დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს და მოისმინონ ცოცხალი მუსიკა. ფესტივალი, რომელიც მეორედ იმართება, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
​ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, ფესტივალის დამფუძნებლები გია ქარჩხაძე და თინათინ მამულაშვილი დაესწრნენ.
როგორც ,,სითი კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს,​ ​ფესტივალის ფარგლებში მკითხველს შეხვდებიან მწერლები: დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ეკატერინე ტოგონიძე, თამთა მელაშვილი, თამარ კვიჟინაძე, მერაბ ფიფია, ანა ჭაბაშვილი.
ფესტივალის მთავარ სცენაზე კონცერტებს გამართავენ მუსიკოსები და ბენდები: The Bear Fox, წერილი, მწვანე ოთახი, შოთა ადამაშვილი, Backwarmer, რეზო კიკნაძე, Soft Eject Systems, Lady Heroine, The Window, Blue Sun, The Black Marrows გამართავენ.
„წიგნი და მუსიკა“ პირველად 2015 წელს, 22-24 მაისს თბილისის „ივენთ ჰოლში“ ჩატარდა. მისი განმასხვავებელი ნიშანი და ამავე დროს წარმატების გასაღები კულტურის სხვადასხვა მიმართულების ერთ სივრცეში გაერთიანებაა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყვნენ გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, კაფეები. ფესტივალის მიმდინარეობისას მოეწყო სხვადასხვა ავტორისა და წიგნის წარდგენა, გაიმართა საჯარო ლექციები. დამთვალიერებლებს ჰქონდათ საშუალება მოესმინათ სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფისთვის, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს და შოუებს.
​ქართული წიგნის ​ფესტივალის სტუმარი ბავშვებისთვის ეწყობოდა კითხვის საათები, ხატვის და ხელოვნების გაკვეთილები. ღონისძიება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ ორგანიზებულია.

კომენტარი