“ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” – ფილმის ჩვენება მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება

“ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” – ფილმის ჩვენება მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება

743
გაზიარება

კინოთეატრ “ამირანში”, 25 აპრილის, საგანგებოდ მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება, ალექსანდრე კვატაშიძის ახალი დოკუმენტური ფილმის, “ჩეჩნეთის გზაჯვარედინის” ჩვენება. ახალგაზრდა რეჟისორი იმ ჟურნალისტების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ომის დროს ყველაზე ცხელ წერტილებში ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას.
თავად ალექსანდრე კვატაშიძე, 22 წლის ასაკში, ჩეჩნეთის ომში ფოტორეპორტიორი იყო. ფილმზე 15 წლის განმავლობაში მუშაობდა და თავად არის ამბის მთხრობელიც.
​როგორც ,,სითი კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ფილმის “ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” გადაღების იდეა ჯერ კიდევ 2000 წელს მას შემდეგ გაჩნდა, რაც იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო რუსო მოკლეს. იგი ჩეჩნეთის ომის თემაზე მუშაობდა.
მათივე თქმით, 2007 წელს ფილმმა უკვე ჩამოყალიბებული პროექტის სახე მიიღო და კინოპროექტების განვითარების სხვადასხვა პლატფორმაზე გაიგზავნა. 2011 წლიდან პროექტში უცხოელი კინომწარმოებლები ჩაერთნენ, საბოლოოდ კი ფილმზე მუშაობა 2016 წლის თებერვალში დასრულდა.
“ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს, ესტონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმის პრემიერა შემოდგომაზე იგეგმება.​

კომენტარი