“ვარდის სახლი” ყვავილების გამოფენას გამართავს

“ვარდის სახლი” ყვავილების გამოფენას გამართავს

2619
გაზიარება

ვარდის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, კულტურის ცენტრ „არტ ჰოლში“, 7 და 8 მაისს, “ვარდის სახლის” ორგანიზებით ტრადიციული ყვავილების საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც 300 -ზე მეტი ჯიშის ვარდი იქნება წარმოდგენილი.
როგორც გამოფენა-გაყიდვის ორგანიზეტორები აცხადებენ, ვარდების გარდა, დამთვალიერებელს მარადმწვანე და დეკორატიული მცენარეების სახეობების ნახვაც შეეძლება.
​ასევე გაიმართება მასტერკლასები, სადაც ყვავილების მოყვარულები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სიხშირით უნდა მორწყან ყვავილები და როგორ მოუარონ მათ, როგორც დარგონ ნერგები და ებრძოლონ მავნებელ- დაავადებებს, როგორც გასხლან მცენარეები და სხვა.
ვარდების მოყვარულებს არჩევანის გაკეთებში კვალიფიციური ფლორისტ-კონსულტანტები დაეხმარებიან. ყველას ეძლევა საშუალება გაეცნოს ვარდების კოლექციას, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ კომპეტენტური პასუხები და რჩევები.


კომენტარი