„ჩხიკვთა ქორწილის“ ადაპტირებული ვერსია შშმ პირებისთვის შეიქმნება

„ჩხიკვთა ქორწილის“ ადაპტირებული ვერსია შშმ პირებისთვის შეიქმნება

2161
გაზიარება

უსინათლო და სმენადაქვეითებული პირების ცნობილ ქართულ მულტიპლიკაციურ ფილმ “ჩხიკვთა ქორწილზე” ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ამ ანიმაციური ფილმის ადაპტირებული ვერსიის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს, რომელსაც ანალოგიური პროდუქციის შექმნის გამოცდილება აქვს.
როგორც “სითი კვირას” კულტურის სამინისტროში განუმარტეს, მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს; პრიორიტეტი მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტს; უსინათლოებისთვის ფილმის ადაპტირებული ვერსიის ხმოვანი ტექსტი უნდა აღწერდეს ფილმში მიმდინარე მოვლენებს, ვითარებას და მასში ფილმის დიალოგები შენარჩუნებული უნდა იყოს ორიგინალის სახით, ხოლო სმენადაქვეითებული პირებისთვის ფილმს, ქართულ ჟესტურ ენაზე უნდა გასდევდეს დიალოგები და ხმოვანი რიგი; de005a1d8772ანიმაციური ფილმის „ჩხიკვთა ქორწილის“ ადაპტირებული ვერსიის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს;
გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რომელმაც სამინისტროს უნდა გადასცეს ანიმაციური ფილმის „ჩხიკვთა ქორწილი“ ადაპტირებული ვერსია ვიდეო ფაილის სახით და ასევე DVD დისკზე ჩაწერილი, ტირაჟით 10 ეგზემპლარი.
პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს სამინისტროს მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმის შესაბამისად (www.culrure.gov.ge).
საკონკურსო პროექტების მიღება 18 აპრილს დაიწყო და 3 მაისს 18:00 საათამდე გაგრძელდება. წარმოდგენილ პროექტებს 10 მაისს განიხილავენ, ხოლო კონკურსის შედეგები 13 მაისს გასაჯაროვდება. პროექტი და ყველა თანდართული მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

f7049

კომენტარი