თანამედროვე არქიტექტურა, ქალაქი და ადამიანი – ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის  

თანამედროვე არქიტექტურა, ქალაქი და ადამიანი – ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის  

1337
გაზიარება

სამშენებლოს კომპანია “ანაგი” კონკურსს აცხადებს სამ თემაზე: ქალაქი და ადამიანები; ევროპისკენ; თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა. კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილე თავისუფალია ცალკეული თემის ფოკუსის გადაწყვეტაში, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან, სტუდენტების მხრიდან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად: ქალაქების განვითარების პოლიტიკა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა.
თითოეულ ნომინაციაში ერთი გამარჯვებული გამოვლინდება. მათ თანაბრად დაუფინანსდებათ 1000 ლარით სწავლის ღირებულება ან გადაეცემათ 1000 ლარი. საკონკურსო ნამუშევრებიდან ერთ გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ორგანიზატორი, კომპანია „ანაგი“, რომელიც თავის რჩეულს გადასცემს პრიზს, საგზურს ერთ-ერთ ყველაზე ძველ არქიტექტურულ ქალაქ რომში.
გარდა ამისა, facebook like-ბის მიხედვით შეირჩევა 20 ფოტო, რომელთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართება პროექტის დახურვისას, ხოლო ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით. facebook Like-ები გადამოწმდება ყველა ფოტოზე. არ შეირჩევა ის ფოტოები, რომელსაც ექნება საეჭვო გზით მოპოვებული Like-ები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ერთ ნომინაციაზე, ერთი მონაწილისგან, მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენაა დასაშვები. კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც. დასაშვებია ფერის შეცვლა, ფოტოების მსუბუქი კორექტირება.
ელ. ფოსტაზე: photokonkursi.anagi@gmail.com; საკონკურსოდ გამოგზავნილ ფოტოს თან უნდა ახლდეს მოკლე აღწერა.
გამარჯვებულს შეარჩევს 7-კაციანი სპეციალური ჟიური, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან და საჯარო პირებისგან დაკომპლექტება. კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა. საკონკურსო ფოტოების მიღება 5 ივნისს დასრულდება, გამარჯვებულის ვინაობა კი 15 ივლისამდე გამოვლინდება.

კომენტარი