“კათარზისში” საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

“კათარზისში” საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

1681
გაზიარება

სათნოების სახლ „კათარზისში“, ჯგუფ „კრაფთისის“ ხელით ნაკეთი ნივთების მეორე საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე ნამუშევრები ძირითადად საგაზაფხულო და სააღდგომო თემაზე იყო წარმოდგენილი.
კრაფთისი” ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთს სოციალურ ქსელით დაუკავშირდნენ. მათი რიცხვი 6000 აღწევს.
როგორც “სითი კვირას” გამოფენაში მონაწილე ხელოვნების სახლ „არტ ჰაუსის” დამფუძნებელმა ირინე ბარბაქაძემ განუცხადა, მან გამოფენის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო და სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე წარმოადგინა, მისი სახლის აღსაზრდელების 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ნამუშევრები. კერძოდ, თექის მოსასხამები, თავსაბურავები და ხელნაკეთი სურათები.
“არაჩვეულებრივ გამოფენაზე ვიყავი. ქმნის ხალხი ხელოვნების ნიმუშებს და ავრცელებს საოცარ პოზიტივს,”
– აცხადებენ დამთვალიერებლები.  ​
​გამოფენა საქველმოქმედო იყო და მონაწილეებმა შესული თანხა “კათარზისს” გადასცეს.

კომენტარი