ანსამბლი ,,შვიდკაცა“ კონცერტს გამართავს

ანსამბლი ,,შვიდკაცა“ კონცერტს გამართავს

634
გაზიარება

ანსამბლ „შვიდკაცას“ ახალი ალბომის პრეზენტაცია და კონცერტი „ივენთ ჰოლში“ 7 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება. ალბომში შესული ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი, ქალაქური ჟანრის სიმღერები. გარდა სოლო სიმღერებისა, არის დუეტები – მომღერლებთან ლიზა ბაგრატიონთან, ლელა წურწუმიასთან, გიო ხუციშვილთან, ანსამბლ „ჯორჯიასთან“.
კონცერტში მონაწილეობენ მომღერლები ნინო ქათამაძე, დათო ევგენიძე, დავით გომართელი, გიო ხუციშვილი, დათუნა სირბილაძე, პაატა ანდრიაძე.

კომენტარი