გლდანში ზღაპრების ფესტივალი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

გლდანში ზღაპრების ფესტივალი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

1124
გაზიარება

თბილისის გლდანის რაიონის კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილებისა და 177-ე საჯარო სკოლის ინიციატივით გამართული, ზღაპრების ფესტივალ ,,ცეროდენას“ პირველი ეტაპი დღეს დასრულდა. ღონისძიება 25 აპრილს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში გლდანის რაიონის ათი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც “სითი კვირას” გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა, რომლებსაც 6 მაისს, ალ. ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში გამართულ დასკვნით საღამოზე, ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით დააჯილდოებენ.
მათივე თქმით, ზღაპრების ფესტივალი ,,ცეროდენა“ ტრადიციულია და ყოველწლიურად აპრილის თვეში ტარდება.
ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე დაესწრო.

კომენტარი