ევროპული ქალაქების მსგავსად,თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობა არარეალურია – სპეციალისტი

ევროპული ქალაქების მსგავსად,თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობა არარეალურია – სპეციალისტი

2345
გაზიარება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ოთარ ჩიკვაიძე მიიჩნევს, რომ ევროპული ქალაქების მსგავსად თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობა არარეალურია, რადგან თბილისის ქუჩები ვიწროა და რიგ ადგილებში მეტროს მატარებლის მიწის ზემოთ ამოტანა, ქალაქის, ისედაც გადატვირთულ სატრანსპორტო მოძრაობას კიდევ უფრო გადატვირთავს.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ამ ეტაპზე 23-ე მეტროსადგურს აშენებს. ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „უნივერსიტეტამდე“ ახალი მეტროსადგური გაკეთდება, ასევე, ამუშავდება მეორე გვირაბი მეტროსადგურებს “დელისსა” და “ვაჟა-ფშაველას” შორის. state_university83 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
როგორც ოთარ ჩიკვაიძემ „სითი კვირას“ განუცხადა, უკვე დასრულებულია რკინა-ბეტონის პლატფორმის მშენებლობა, ანუ ბაქანი სადაც მატარებლები ჩერდება. ამოსასვლელების ნაწილზე სამუშაოები ხორციელდება, ნაწილი კი დასრულებულია. ასევე მიმდინარეობს სადგურის ცენტრალური შესასვლელის რკინა-ბეტონით მშენებლობა. უშუალოდ გვირაბში კი ბურღვითი სამუშაოები ტარდება. პარალელურად სუფთავდება ტერიტორია.
მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა, 20 წლის განმავლობაში იყო დაკონსერვებული, მისი მშენებლობა 2015 წლის ივნისში განახლდა და გეგმის თანახმად მომავალ, 2017 წელს უნდა დასრულდეს.პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდება გვირაბებს, აშენდება და მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, ჯამშmetros_msheneblobaი – 4 ამოსასვლელი. დამონტაჟდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.
როგორც “სითი კვირას” მუნიციპალურ განვითარების ფონდში​განუმარტეს, ​23-ე სადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალება ექნებათ, რადგან ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას.

კომენტარი