თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმით გათვალისწინებულ ზონალურ ცვლილებებს საკრებულომ მხარი დაუჭირა  

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმით გათვალისწინებულ ზონალურ ცვლილებებს საკრებულომ მხარი დაუჭირა  

827
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში შესატან, რამდენიმე ზონალურ ცვლილებას.
ამასთანავე საკრებულოს დეპუტატებმა იმსჯელეს, „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების თაობაზე“ და “საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანას’’ დაუჭირეს მხარი, რაც ავტობუსების 4 მარშრუტის ცვლილებას გულისხმობს.
ასევე იმსჯელეს, დედაქალაქის რამდენიმე უბანში არსებული მიწის ნაკვეთების იჯარის, პირდაპირი განკარგვისა და გაცვლითი ფორმით პრივატიზებაზე და წარმოდგენილი საკითხები დადებითად შეაფასეს.​
სხდომას, რომელსაც საკრებულოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილეს. მათ შორის, დაამტკიცეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურების დებულებებსა და საშტატო ნუსხას.

კომენტარი