ფესტივალი „თბილისი – 2016 თანამედროვე მუსიკის საღამოები“ – „ბეთჰოვენიდან ქსენაკისამდე”

ფესტივალი „თბილისი – 2016 თანამედროვე მუსიკის საღამოები“ – „ბეთჰოვენიდან ქსენაკისამდე”

661
გაზიარება

ფესტივალი „თბილისი – 2016 თანამედროვე მუსიკის საღამოების“ ფარგლებში რიგით მეოთხე კონცერტი „ბეთჰოვენიდან ქსენაკისამდე” “თიბისი ბანკის” არტ-გალერეაში გაიმართა, რომელშიც მუსიკოსები გიორგი ბერიაშვილი, ირინა შერაზადიშვილი, ნიკოლოზ ტოროშელიძე, მაია სიგუა და ქეთევან ჭიტაძე მონაწილეობდნენ.
როგორც “სითი კვირას” კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს თანამედროვე მუსიკის ექსპერტ-შემსრულებლებსა და ცნობილ კომპოზიტორებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „თანამედროვე მუსიკის საღამოებში“ მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი ანსამბლები, როგორიცაა ფრაიბურგის ანსამბლი Recherche, პარიზის ანსამბლი Court-Circuit -ი, ისრაელის ანსამბლები Contemporary Music Players -ი და Meitar -ი; ასევე კომპოზიტორები: იზაბელ მუნდრი და ჰანს ტუჩკუ – გერმანიიდან, ფილიპ იურელი და ფრანსუა-ბერნარ მაში – საფრანგეთიდან, დან იუხასი – ისრაელიდან და ამ ქვეყანაში მოღვაწე კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი; შემსრულებლები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ლიტვიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ფესტივალი 26 მარტიდან 9 მაისის ჩათვლით იმართება. მასში ჩრდილების სახელმწიფო თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“, კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობენ. „თბილისი – 2016 თანამედროვე მუსიკის საღამოები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და “თიბისი ბანკის” მხარდაჭერით იმართება.​

კომენტარი