ვარდების მოედანზე XIX საუკუნის თბილისს გავაცოცხლებთ – ეროვნული სამოსის დღის საინიციატივო ჯგუფი 

ვარდების მოედანზე XIX საუკუნის თბილისს გავაცოცხლებთ – ეროვნული სამოსის დღის საინიციატივო ჯგუფი 

864
გაზიარება

მუზეუმის საერთაშორისო დღეს, 18 მაისს, თბილისის ვარდების მოედანზე, ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა იგეგმება. ღონისძიებას ფესტივალის სახე ექნება და მისი ორგანიზატორები XIX საუკუნის თბილისის გაცოცხლებას შეეცდებიან.
როგორც „სითი კვირას“ ეროვნული სამოსი დღის პროექტის კოორდინატორმა დავით გვასალიამ განუცხადა, ამ დღეს, სურთ ვარდების მოედანზე მოაწყონ პავილიონები და ძველი თბილისი ააშენონ თავისი ბანკით, სამიკიტნო​ებით, სამჭედლოებითბაზრითა და მრავალფეროვნებით. მეწაღეებისთვის გარკვეული ადგილები გამოიყოფა, სადაც იმდროინდელ ფეხსაცმელებს გამოფენენ. ასევე XIX საუკუნეში არსებულ თამაშებს დაეთმობა ადგილი. ტერიტორიას დეკორაციებით გააფორმებენ.
დავით გვასალიას თქმით, პროექტში თეატრალური უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
„18 მაისი არის მუზეუმების საერთაშორისო დღე და ცოცხალი მუზეუმის გაკეთება გვინდა ქალაქში. ვარდების მოედანზე მოეწყობა ერთგვარი ხიდი, წარსულსა და მომავალს შორის. მოსული სტუმარი XIX საუკუნის თბილისში იგრძნობს თავს და ეს საინტერესო იქნება, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის ასევე ტურისტებისთვის. პროექტი მზად არის. მოლაპრაკებები კერძო სექტორთან და თბილისის მერიასთან მიმდინარეობს. საბოლოო პასუხი რამდენიმე დღეში გვეცოდინება,”- აცხადებს გვასალია.
საინიციატივო ჯგუფის წევრები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ეროვნული სამოსის დღე სამომავლოდ, ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულად დაწესდეს. მათი თქმით, ბევრი სახელმწიფო საკუთარი კულტურისა და ისტორიის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას კოსტიუმირებული დღესასწაულებით ცდილობს და იმის, გათვალისწინებით, საქართველოში, რამდენად მრავალფეროვანი და მაღალი კულტურული ღირებულების ეროვნული სამოსი არსებობს, მსგავსი დღესასწაული მიმზიდველი იქნება, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვისაც.
დავით გვასალიას თქმით, ეროვნული სამოსის დღე მოიცავს, არა მხოლოდ დედაქალაქს, მასში ჩაერთვება ქვეყნის რეგიონებიც ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, მხატვრობის და სხვა სფეროების მიხედვით.

კომენტარი