თბილისში ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიხსნება

თბილისში ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიხსნება

577
გაზიარება

XI საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე“, 5 მაისს, თბილისის ისტორიის მუზეუმ ”ქარვასლაში“ გაიხსნება, სადაც საქართველოს და დაღესტნის სახალხო მხატვრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, უნიკალური ხელოვანის მანაბა მაგომედოვას ფოტო-ნამუშევრების გამოფენა იქნება წარმოდგენილი.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, წლევანდელი საფესტივალო პროგრამა გამორჩეული იქნება. მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. დასკვნითი საღამო 9 ივნისს – ამაღლების დღესასწაულზე, ბათუმში ჩატარდება. ფესტივალის ​ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარი