ჭადრაკის სასახლესთან ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

ჭადრაკის სასახლესთან ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

553
გაზიარება

თბილისის ჭადრაკის სასახლის წინ დღეს, ქართველი მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავს გახსნიან. კულტურის პალატის ინიციატივითა და ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, საზეიმო ღონისძიება მსოფლიო ჩემპიონის დაბადების დღის თარიღს დაამთხვიეს. ნონა გაფრინდაშვილს დღეს 75 წელი უსრულდება.
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტგზის ოქროს და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე 128 პარტია ჩაატარა.
გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონი ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი, ასევე, 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული.

კომენტარი