ევროპის დღეები 8 მაისს რიყის პარკში გაიხსნება

ევროპის დღეები 8 მაისს რიყის პარკში გაიხსნება

1619
გაზიარება

თბილისის რიყის პარკში, 8 მაისს, ევროპის დღეები საზეიმოდ გაიხსნება და სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.პარკში მოწყობილ ევროსოფელში სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში, საღამოს კი ქართველი და ევროპელი შემსრულებლების კონცერტი გაიმართება. ღონისძიებებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
თბილისში არსებული ევროკავშირის საელჩოები რიეყეზე, თავიანთი ქვეყნები ტრადიციებს წარმოადგენენ. სტუმრებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია.  ​
​როგორც ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა​, საგანგებოდ მოწყობილ კულინარიულ კუთხეებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროპული სამზარეულო დააგემოვნონ. დღის განმავლობაში რიყეზე მოწყობილი სცენა დაეთმობა კულტურულ ღონისძიებებს, თამაშებსა და პრიზებს ბავშვებისთვის.
​​საღამოს გაიმართება კონცერტი ღია ცის ქვეშ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ევროვიზიის ვარსკვლავები ნინა სუბლატი და ჯგუფი “ელდრაინი”, ჯგუფი “ნიუტონი”, იტალიელი ტენორი პიერო მაცოკეტი, რომელიც საქართველოს პირველად სტუმრობს და ქართველი სოპრანო ირინა თაბორიძე.
ევროპის დღეები 8-დან 24 მაისამდე გაგრძელდება. ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და ევროკავშირისა და ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის თაოსნობით კულტურულ – საგანმანათლებლო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

კომენტარი