თბილისის მერია მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარებას წაახალისებს

თბილისის მერია მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარებას წაახალისებს

698
გაზიარება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მშენებლობების დროს მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარებას, დედაქალაქის მთავრობა სხვადასხვა ფორმით წაახალისებს. დადგინდება ერთიანი სტანდარტი, რათა ახალი სახლების სახურავები, საერთო კონცეფციიდან არ ამოვარდეს.

როგორც დავით ნარმანიამ მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დარეგულირდება ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესებიც.

„ქალაქში აქტიური უნდა გახდეს „მწვანე სახურავების“ თემა. დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან!“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარი