გიორგი შენგელაიას ვარსკვლავი კინოთეატრ ,,რუსთაველის” წინ გაიხსნება

გიორგი შენგელაიას ვარსკვლავი კინოთეატრ ,,რუსთაველის” წინ გაიხსნება

1084
გაზიარება

ცნობილ ქართველ კინორეჟისორს, რუსთაველის პრემიის ლაურეატსა და საქართველოს სახალხო არტისტ გიორგი შენგელაიას, 11 მაისს 79 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაკავშირებით, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კინოთეატრ ,,რუსთაველის” შენობის წინ, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

Eldar Shengelaia-1 (480)

გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს თბილისში, ლეგენდარული ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძის და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ოჯახში დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. არის ცნობილი ქართული ფილმების რეჟისორი: ,,ალავერდობა’’, ,,ფიროსმანი’’, ,,სიყვარული ყველას უნდა’’, ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა’’, ,,მიდიოდა მატარებელი”და სხვ. იყო კინოსტუდია ,,ქართული ფილმის” მსახიობი.

tumblr_nyl02mIjoj1ucf2yfo1_500
გიორგი შენგელაიამ ქართული კინო, ეროვნულ მასალაზე შექმნილი პოპულარული ჟანრებითაც გაამდიდრა. მას ეკუთვნის ვესტერნი „მაციხვიტია”, მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია”.
შენგელაია ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომების მფლობელია, ასევე მოპოვებული აქვს იტალიის ბერგამოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი “დრაკონი”; ფიპრეისის დიპლომი, ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი „ოქროს იუგო“; დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია; აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია; ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი; კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი; სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი; შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და სხვა.

კომენტარი