გლდანისა და სამგორის რაიონებს ახალი გამგებლები ეყოლება

გლდანისა და სამგორის რაიონებს ახალი გამგებლები ეყოლება

599
გაზიარება

თბილისის გლდანისა და სამგორის რაიონებს ახალი გამგებლები ეყოლებათ, რადგან ბესიკ ქარცივაძემ და მამუკა ჩოქურმა თანამდებობები, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვეს. გლდანის გამგებლის თანამდებობაზე სავარაუდოდ დიმიტრი ორმოცაძეს დინიშნავენ, რომელიც ფინანსთა სამინისტროში მუშაობს. მანამდე კი გამგებლის მოვალეობას, ქარცივა12966610_10206485357275989_945802125_n-640x427ძის ერთ-ერთი მოადგილე  ზურაბ ქაშიაშვილი შეასრულებს.

როგორც „სითი კვირას“ გლდანის გამგეობაში განუცხადეს, ბესიკ ქარცივაძე სამუშაოდ სხვაგან გადადის. გარდა ამისა, მმართველი პარტია ,,ქართული ოცნების” საკრებულოს სია მასზეა გაჩერებული და რომელიმე საკრებულოს დეპუტატი თანამდებობაზე თუ დაინიშნება, ბესიკ ქარცივაძე თბილისის საკრებულოში შევა.

12828548_961192360596431_3857113778211366834_o-640x427

რაც შეხება მამუკა ჩოქურს, როგორც “სითი კვირას” გამგეობაში განუმარტეს, ისიც სხვაგან გადადის სამუშაოდ და ამაზე კომენტარს მოგვიანებით თავად გააკეთებს. მის მოვალეობას დროებით, მოადგილე სარდიონ ბუდულაძე შეასრულებს.

კომენტარი