ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

563
გაზიარება

თბილისის ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობი ჯარისკაცის საფლავის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ხორციელდება, სამუშაოების ფარგლებში იგეგმება ტერიტორიის   გამწვანდება, კიბის საფეხურების დაზიანებული ფილები ახლით შეცვლა და შადრევნის განახლება.
როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება. სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს 8 მაისს დასრულდება.
მათივე ინფორმაციით, მომდევნო ეტაპი გრანდიოზული იქნება და სრულ რეაბილიტაციაში რამდენიმე სამსახური ჩაერთვება. სამუშაოებს შპს „KGA“ აწარმოებს.

13153246_1186742634684211_651679969_n 13187897_1186742641350877_1757526273_n

კომენტარი