თბილისის ზოოპარკში შვიდი კვიცი გაჩნდა (ფოტოკოლაჟი)

თბილისის ზოოპარკში შვიდი კვიცი გაჩნდა (ფოტოკოლაჟი)

2594
გაზიარება

თბილისის ზოოლოგიური პარკის საცხენოსნო კლუბ „სპირიტში“, არაბული, ახალთქეური და შერეული ჯიშის, შვიდი კვიცი გაჩნდა.
როგორც “სითი კვირას” თბილისის ზოოპარკში განუცხადეს, ახალდაბადებულ კვიცებს შორის არიან შავი, თეთრი, წითური, ყავისფერი, ჭრელი და რუხი ფერისები.
კლუბი „სპირიტი“ თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, სადაც 30-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშისა და ასაკის ცხენი და პონია, რაც შესაფერისი ცხენის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა დამწყები და პროფესიონალი მოჯირითეებისთვის.
კლუბს აქვს, როგორც გადახურული მანეჟი, ისე ღია მოედანი. მანეჟში ვარჯიშის გარდა დენდროპარკში შესაძლებელია საცხენოსნო ბილიკებზე გასეირნება და საცხენოსნო ტურების ორგანიზება.
საცხენოსნო კლუბ „სპირიტში“ გამოცდილი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია ცხენოსნობის, როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიულ დონეზე შესწავლა.
კლუბში

კომენტარი