მკაცრები ვიქნებით მათ მიმართ, ვინც აბინძურებს გარემოს – დავით ნარმანია

მკაცრები ვიქნებით მათ მიმართ, ვინც აბინძურებს გარემოს – დავით ნარმანია

968
გაზიარება

თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს არ დაყარონ ნაგავი ქალაქსა და მის შემოგარენში და აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ყველა იმ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას, რომელიც თბილისს დანაგვიანებისგან დაიცავს.

“მოვუწოდებთ ყველას, არ დაყარონ ნაგავი ქალაქსა და მის შემოგარენში. ამასთან, მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. უფრო მეტად მკაცრები ვიქნებით მათ მიმართ, ვინც აბინძურებს გარემოს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა დღეს, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებისა და გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიზანია, ბუნების ნარჩენების გარეშე შენარჩუნება და ამ მიმართულებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

აქციის მონაწილეებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ასევე, გაიმართა შეჯიბრება და ეკო ვიქტორინა. გამარჯვებულ გუნდებს 8 მაისს, რიყის პარკში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, დააჯილდოებენ.

დასუფთავების აქციის შედეგად თავმოყრილი ნარჩენები, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გაიტანა.

კომენტარი