,,ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული თბილისში (ფოტოკოლაჟი)

,,ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული თბილისში (ფოტოკოლაჟი)

804
გაზიარება

“ევროპის დღესთან” დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, თბილისის რიყის პარკში დღეს, გამოფენა გაიმართა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმა, საქართველოში თავიანთი საქმიანობა და საკუთარი ტრადიციები წარმოადგინეს.
გამოფენის გარდა, ასევე გაიმართა საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, რომელიც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან ერთად დაათვალიერა.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, წელს „ევროპის დღისადმი“ კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში ბევრი ერთობლივი პროექტისა და პროგრამის განხორციელება იგეგმება.
„ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მომავალში ვაპირებთ, კიდევ ბევრი ერთობლივი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ, რათა უფრო მეტად ვიყოთ ინტეგრირებული ევროპაში“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
კვირეული 24 მაისამდე გაგრძელდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიებები, თბილისის გარდა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართება.
ევროკავშირის ქვეყნებში ,,ევროპის დღე“ 9 მაისს, ევროკავშირის ერთ–ერთი დამაარსებლის, რობერტ შუმანის ინიციატივის აღსანიშნავად იმართება. მან 1950 წლის 9 მაისს ევროპის ქვეყნების ერთიან თანამეგობრობაში გაერთიანების იდეა წამოაყენა, რომლის განხორციელებაც 6 ევროპული ქვეყნის გაერთიანებით დაიწყო და დღეს, 28 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს.

13064616_1326332024050061_2179290358969865052_o

13112791_1326332880716642_7092249452307889465_o

13115959_1326333047383292_5527516511612814708_o

13123189_1326332397383357_8305978550555805826_o

13131400_1326332027383394_2568035267645676082_o

13131528_1326332564050007_2126909448032256040_o

13161932_1326332684049995_2339502796558360265_o

13161932_1326332724049991_758365287752804190_o

13173076_1326332230716707_7584764605518557588_o

13198567_1326332514050012_8902167395351603430_o

13179214_1326332870716643_6196155044878144466_n

კომენტარი