სოფი ლორენი ქართველი ბავშვების გადარჩენაზე იზრუნებს

სოფი ლორენი ქართველი ბავშვების გადარჩენაზე იზრუნებს

1181
გაზიარება

მსოფლიო კინოლეგენდა სოფი ლორენი, ქართველი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაზე იზრუნებს. ამ მიზნით, იგი 13 ივნისს, ფონდ “ნატვრის ხის” მოწვევით თბილისს, საპატიო სტუმრის რანგში ეწვევა და საქველმოქმედო კონცერტში, სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე აცხადებს, სოფი ლორენს ჯერ კიდევ 2007 წელს შეხვდა იტალიაში და საქართველოს შესახებ ესაუბრა.
“მაშინ მითხრა,156876_128912123835858_7389368_n რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, მხოლოდ რუსეთში იყო ნამყოფი და საქართველოში ჩამოსვლის სურვილიგამოთქვა. ეს დროც დადგა.   უმშვენიერესი სოფი ლორენი 13 ივნისს საქართველოს ეწვევა და ფონდ “ნატვრის ხის” კონცერტზე ჩვენთან ერთად იზრუნებს, ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაზე,” – აცხადებს ნინო სურგულაძე.

მისივე ინფორმაციით, 15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლა სკალას რეჟისორთან და ქორეოგრაფთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას გამართავს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო პრემიერა მოეწყობა.
აქციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: +995591503503 ან, ისარგებლონ ელექტრონული მისამართით:
http://Email:ninosurguladzeofficial@gmail.com ​

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 2014 წელს დაფუძნდა. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ფონდს საქველმოქმედო სტატუსი მიენიჭა. “ნატვრის ხემ” თბილისში უკვე, რამდენიმე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება გამართა, საიდანაც შესული თანხით ათეულობით ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა.

კომენტარი