ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

616
გაზიარება

თბილისის ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა გვირგვინით შეამკეს.

საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი პირადად მიულოცეს და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს. დღესვე საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც ვაკის პარკში მოეწყო.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თითოეული მოქალაქის ვალია, ყოველთვის გაიხსენონ ეს ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს მსოფლიოში მშვიდობისთვის.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთეს მშვიდობისთვის და თითოეული ჩვენგანის ვალია, ყოველთვის მოვიდეთ და გავიხსენოთ ისინი, პატივი ვცეთ იმ ამაგს, რაც ამ ადამიანებს მიუძღვით ქვეყნისა და ერის წინაშე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

13113157_10209702844550652_907235245_o

კომენტარი