თეატრალური უნივერსიტეტის შენობის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

თეატრალური უნივერსიტეტის შენობის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

1429
გაზიარება

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ამ ეტაპზე, დასასრულს უახლოვდება შენობის სადემონტაჟო სამუშაოები და იწყება ინტერიერის მოპირკეთება.
როგორც “სითი კვირას” კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016-2017 წლის სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. სამუშაოები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები რამდენი დღის წინ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დაათვალიერა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს, სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში დაიწყო, სადაც რამდენიმე ათეული წელია ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ ეტაპზე ხორციელდება 8 მასშტაბური პროექტი, დაგეგმილია 50-მდე შენობის რეაბილიტაცია. თეატრალური უნივერსიტეტის რეაბილიტაციასთან ერთად, აქტიურ ფაზაშია შესული სამხატვრო აკადემიის შენობების რეაბილიტაციის პროცესიც.

sss

კომენტარი