ნაგვის ურნებთან ავტომობილებს ნუ გააჩერებთ! – დასუფთავების სამსახური მძღოლებს მოუწოდებს 

ნაგვის ურნებთან ავტომობილებს ნუ გააჩერებთ! – დასუფთავების სამსახური მძღოლებს მოუწოდებს 

866
გაზიარება

თბილისის დასუფთავების სამსახური მძღოლებს მოუწოდებს, ნაგვის ურნებთან ავტომობილებს და ნუ გააჩერებენ, რადგან მუშაობაში ხელი ეშლებათ.
​როგორც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ კრწანისის რაიონის თანამშრომელი, დასუფთავების მანქანის მძღოლი 13182985_1188248914533583_1589517459_nგიგა ფალავანდიშვილი აცხადებს, ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსახლეობა ავტომობილებს ურნებთან აჩერებს, ამის გამო, რთულდება კონტეინერების გამოტანა და შესაბამისად დაცლაც.
“ჩემი თხოვნა იქნება, ნუ შეგვიშლით ხელს მუშაობაში! ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავეზე!,“- აცხადებს ფალავანდიშვილი.
30 წლის გიგა ფალავანდიშვილი თბილსერვის ჯგუფში დასუფთავების მანქანაზე უკვე 4 წლია მუშაობს. მისი სამსახური დილით ადრე 7:00 საათზე, ურნების დაცლით იწყება.

13115700_1188248931200248_381093975_n

13153440_1188248917866916_821153679_n

კომენტარი