პრეზიდენტმა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

პრეზიდენტმა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

502
გაზიარება

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ვაკის პარკში დღეს, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ქვეყნის პირველი პირი ვაკის პარკში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან ირინა იმერლიშვილთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი აბაშიშვილთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

პრეზიდენტის შეფასებით, 9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე და ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შევიტანეთ.

“რაოდენობრივად პატარა ერმა, შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ საქართველომ და ქართველებმა შეიტანეს. ყველას გილოცავთ ამ დღეს!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარი