თბილისის ბაგა-ბაღების უმეტესობაში ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ

თბილისის ბაგა-ბაღების უმეტესობაში ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ

1232
გაზიარება

თბილისის ბაგა-ბაღების ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების კვალიფიკაციის ასამაღლებელი გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა და ბაღების 72%-ში ფსიქოლოგი უკვე მუშაობს. მიმდინარეობს კადრების შერჩევა და გეგმის თანახმად, 2016 წლის ივნისი-ივლისისთვის ფსიქოლოგი და ლოგოპედი ყველა ბაღს ეყოლება, ანუ ამ შტატებით ბაგა-ბაღების 100%-ის უზრუნველყოფაა დაგეგმილი.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, განათლებისა და კუტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა, თბილისის ბაგა-ბაღების ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის მონაწილეებს დღეს, სერტიფიკატები გადასცა. პირველ ეტაპზე, გადამზადების კურსი ბაგა-ბაღებში მოქმედმა 60-მდე ფსიქოლოგმა და 30-მდე ლოგოპედმა გაიარა. 13162440_1189108251114316_726576830_nთამარ ტალიაშვილმა ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს გადამზადების კურსის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა და განაცხადა, რომ ბაგა-ბაღებში ბავშვისთვის, ფსიქოსომატური განვითარების თანაბარი შესაძლებლობების გარემოს შექმნაში მნიშვნელოვანია კვალიფიციური ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების როლი.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა, ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და UNICEF -ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაკო ყუფარაძემ.

როგორც “სითი კვირას” დედაქალაქის საკრებულოში განუცხადეს, ბაგა-ბაღების ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების შტატებით უზრუნველყოფის საკითხი, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხვა ინიციატივებთან ერთად აისახა და ამ საკითხზე მუშაობა თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად, საერთაშორისო და არასამთავრო13162284_1189108507780957_1122749460_nბო ორგანიზაციებთან კოორდინირებულად დაიწყო.

ტრენინგის მიზანია, ბაგა-ბაღებში ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების, სხვადასხვა უნარ-ჩვევების ფორმირებისა და ბაღში ინკლუზიური გარემოს შექმნა.
პირველი ეტაპზე გადამზადებულ სპეციალისტებს, პროექტის ფარგლებში შექმნილი ორი ახალი სახელმძღვანელო – „ფსიქოლოგის როლი სკოლამდელ აღზრდაში“ და „კომუნიკაცია, ენა და მეტყველება – საბაზისო გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის“ გადაეცათ.

კომენტარი