ნინო ჩხობაძე, ლილოს ტერიტორიაზე ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს აშენების წინააღმდეგია 

ნინო ჩხობაძე, ლილოს ტერიტორიაზე ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს აშენების წინააღმდეგია 

991
გაზიარება

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ლილოს ტერიტორიაზე ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს აშენებას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ამით პრობლემა ვერ მოგვარდება.
​როგორც ნინო ჩხობაძემ „სითი კვირას“ გადაცემა „ყურადღების ცენტრში“ სტუმრობისას განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ნაგავგადამამუშავებელი საწარმო ისევ ლილოს ტერიტორიაზე განთავსდება, იქ მცხოვრებთათვის ნაგავსაყრელის პრობლემა, კვლავაც გადაუჭრელი დარჩება, რადგან გარკვეული რაოდენობის ნაგავი უნდა დაგროვდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდეს ის საწარმოში გადასამუშავებლად.

13102773_999962980052702_3096355529152776618_n

“ისევ ლილოსთან თუ გაკეთდება ეს საწარმო, ის პრობლემა, რომელიც იქაურ მოსახლეობას აწუხებს, არ გადაიჭრება, თუნდაც ულტრათანამედროვე საწარმო ააშენონ. პრობლემები, რომლებიც ლილოს ტერიტორიას საერთოდ ახასიათებს და რაზეც წუხს მოსახლეობა, ეს არის ის რეალური პრობლემა, რის წინაშეც აღმოვჩნდით 21-ე საუკუნეში. გეგონებათ 60-იანი წლების ევროპაა, როდესაც მოსახლეობა კივის, ნაგავსაყრელი არ გვინდაო,” – აცხადებს ნინო ჩხობაძე.

მისი აზრით, თავის დროზე ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს დიდი ლილოს დასახლებაში ნაგავსაყრელის გახსნით.
“2009 წლიდან დაიწყო ამაზე საუბარი, რომ თბილისს სჭირდება ახალი, ნარჩენების თანამედროვე პოლიგონი. იმიტომ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დახურული იყო უკვე პატარა ლილო, უნდა დახურულიყო გლდანი და სერიოზული პრობლემა იდგა თბილისის კიდევ ერთ ნაგავსაყრელ იაღლუჯს, ასე რომ ნარჩენების პოლიგონი ქალაქს ნამდვილად სჭირდებოდა,”- აცხადებს ჩხობაძე.

13174018_999963096719357_4889743303034261558_n

13220916_999963350052665_8645589768098601789_n

კომენტარი