ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე უნიკალურ ვაზის ჯიშებს გააშენებენ 

ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე უნიკალურ ვაზის ჯიშებს გააშენებენ 

1121
გაზიარება

ქართული რვაათასწლიანი უნიკალური კულტურული მემკვირდეობის – მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციის მიზნით, ვაკის რაიონში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე, ქართულ უნიკალურ ენდემურ ვაზის ჯიშებს გააშენებენ.

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ვაზის გაშენებას ორგანიზებას, ​საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრი, ​სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად გაუწევს. მუზეუმის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ამსახველ საკარმიდამო ზონებში, რეგიონისთვის დამახასიათებელი ვაზის წამყვან ჯიშებს გააშენებენ.​

საპატრიარქოს ინფორმაციით, ღონისძიებას კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სხვა ოფიციალური და საპატიო სტუმრები დაესწრებიან.

კომენტარი