ვაკის პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

ვაკის პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

603
გაზიარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის “ეკოლიდერებმა”, თბილისის ვაკის პარკის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გამართეს, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი და ეკოლიდერთა სკოლის ტრენერი აკაკი ჩალათაშვილი შეუერთდნენ.
როგორც „სითი კვირას“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში განუცხადეს, ეკოლიდერები საკუთარი ინიციატივით ირჩევენ ლიდერს, ვისთან ერთადაც, ყოველკვირეულად გარემოსდაცვით თემაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას დაგეგმავენ.
მათივე ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში 46 მოსწავლე გახდა ეკოლიდერი, ისინი ორი თვის განმავლობაში მწვანე ეკონომიკას, ნარჩენების მართვას, ბიომრავალფეროვნებას, წყლის რესურსების დაცვას, გარემოსდაცვით პრინციპებს, პროექტების წერას და პიარკამპანიის დაგეგმვას სწავლობდნენ.

კომენტარი