თბილისში რეგისტრაციის გარეშე მცხოვრები პირები დასუფთავების გადასახდს გადაიხდიან

თბილისში რეგისტრაციის გარეშე მცხოვრები პირები დასუფთავების გადასახდს გადაიხდიან

1284
გაზიარება

თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ისეთ საცხოვრებელ სახლებს, რომელთაც არ ერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი და დასტურდება ფიზიკური პირის ცხოვრების ფაქტი, ერთ სულ მოსახლეს თვეში – 2,5 ლარის ოდენობით დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ.
როგორც „სითი კვირას“ შპს „თბილსერვის ჯგუფში“ განუმარტეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით, „საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში“ ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც მერიამ გამ13187719_1189616051063536_1022462665_nოსცა განკარგულება, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, სადაც დასტურდება ფიზიკური პირების ცხოვრების ფაქტი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის რეგისტრირებული, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში – 2,5 ლარის ოდენობით.
მათივე ინფორმაციით, სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიქსირებულია საცხოვრებელი სახლები, ბინები, სადაც ფიზიკური პირები ცხოვრობენ რეგისტრაციის გარეშე. მოქალაქეებს საკუთრებაში აქვთ ორი ან მეტი ბინა, სახლი, რომელიც აქვთ გაქირავებული, დაგირავებული, ან დროებით საცხოვრებლად სხვას დაუთმეს, მაგრამ იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ მისამართებზე, სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი არც ერთ ფიზიკურ პირს დასუფთავების მოსაკრებელი არ ერიცხება – შესაბამისად, არ არიან დასუფთავების მოსაკრებელის გადამხდელები.

კომენტარი