თბილისის პარკებსა და სკვერებს სპეციალური აპარატით დაასუფთავებენ

თბილისის პარკებსა და სკვერებს სპეციალური აპარატით დაასუფთავებენ

612
გაზიარება

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სპეც თანამშრომლები, დედაქალაქის პარკების და სკვერების დასუფთავებას დღეიდან, სპეციალური აპარატი-მტვერსასრუტის დახმარებით განახორციელებენ. კომპანიამ დასუფთავებისთვის განკუთვნილი, ათი ერთეული სპეციალური აპარატი- მტვერსასრუტი შეისყიდა და თბილისის მასშტაბით მომუშავე “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებს გადასცეს.
“ბოლო ხანებში განვაახლეთ ტექნიკა, დამხმარე საშუალებები, რათა უფრო სწრაფად და ეფექტიანად დავასუფთაოთ ქალაქი. ყოველივემ, ის შედეგი უნდა მოგვცეს, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო დასუფთავებული და მოწესრიგებული გახდეს,” – განაცხადა შპს “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ.
​მისივე თქმით, მტვერსასრუტებით ქალაქის დასუფთავება ასევე, მოსახერხებელი იქნება დედაქალაქში გამართულ სახალხო დღესასწაულებსა და მასშტაბურ ღონისძიებებზე.

13162467_1189580331067108_225075778_n 13180903_1189580377733770_1904370959_n 13219914_1189580314400443_352914808_n

კომენტარი