ჩუღურეთის რაიონში, რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

ჩუღურეთის რაიონში, რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

573
გაზიარება

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე სენაკისა და მეუნარგიას ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საკითხები განიხილა.

მისი ინფორმაციით, სენაკისა და ჭალადიდის ქუჩების კვეთაზე არსებულ დაღმართზე დააგებენ ქვაფენილს, ხოლო მეუნარგიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებს ასფალტის საფარით მოაპირკეთებენ.

როგორც “სითი კვირას” რიმა ბერაძემ განუცხადა, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გარდა, ამ ტერიტორიაზე სხვა სამუშაოებიც იგეგმება. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი, რაც საცხოვრებელ გარემოს გააუმჯობესებს. მისივე შუამდგომლობით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ შეცვლიან, ნაგვის მოძველებულ კონტეინერებს.

კომენტარი