თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის III ეტაპი დაიწყო

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის III ეტაპი დაიწყო

980
გაზიარება

“სითი ინსტიტუტი საქართველომ” თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც კონცეფტუალური გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.
როგორც “სითი კვირას” „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, თბილისის მერიას უკვე შესთავაზეს, დედაქალაქის ტერიტორიების გამოყენების წესებში შესატანი ცვლილებები, რაც გარკვეულ ტერიტორიებზე მშენებლობების შეზღუდვას გულისხმობს.12966175_1167634826593834_212900457_n

“წესებში ცვლილება მერიას იმიტომ შევთავაზეთ, რომ დედაქალაქში მიმდინარე ქაოსური მშენებლობები უნდა შეწყდეს, რომელიც ჯერჯერობით კიდევ გრძელდება. K 2 კოეფიციენტის მომატება აღარ მოხდება ინვესტორის მოთხოვნის შესაბამისად,”- აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
მისივე თქმით, ყველა ეს ცვლილება დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად, უახლოეს მომავალში წარედგინება.

“პრაქტიკულად დავასრულეთ წინასაპროექტო ანალიზი, შევადგინეთ საყრდენი გეგმა, რაც აუცილებელია კონცეფტუალური გადაწყვეტილებების მისაღებად. გარკვეული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი ურბანული ინდიკატორების შემუშავების თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანია თბილისის განვითარების კონტროლისთვის, მონიტორინგისა და შეფასებისთვის,”- აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

მისივე თქმით, საქართველოში დღემდე, მსგავსი სამუშაო არ ჩატარებულა და ქალაქებს თავისი ურბანული განვითარების ინდიკატორები არ ჰქონდათ. ამ მხრივ პირველი თბილისი იქნება, რომელსაც ამგვარი ინდიკატორები ექნება შემუშავებული.
“სითი ინსტიტუტი საქართველომ” თბილისის განვითარების გენერალურ გეგმით გათვალისწინებული, პირველი ორი ეტაპის ცვლილებები მერიას ჯერ კიდევ იანვარში წარუდგინა, თავის მხრივ მერიაში საჭიროდ მიიჩნიეს, ამგვარი საკითხები დეველოპერებთან შეეთანხმებინათ, რაც  მამუკა სალუქვაძის აზრით, სრულებით ბუნებრივია, რადგან ყველა ასეთი ცვლილება და შეზღუდვა პირველ რიგში მათთვის არის საყურადღებო.

კომენტარი