თბილისი და სოფია ქალაქგეგმარების სფეროში ითანამაშრომლებენ

თბილისი და სოფია ქალაქგეგმარების სფეროში ითანამაშრომლებენ

653
გაზიარება

თბილისის მერია ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასთან ერთად გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებებით ერთობლივ პროექტებს განახორციელებს. მხარეები ქალაქგეგმარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროშიც ითანამაშრომლებენ.
​თბილისის მერი დავით ნარმანია, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და სოფიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი, ერთის მხრივ, თბილისის მერ13152639_1190300034328471_1312637404_nმა დავით ნარმანიამ, ხოლო მეორეს მხრივ, ქალაქ სოფიას მერმა, იორდანკა ფანდაკოვამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია ქალაქების მართვის სფეროებში არსებული საერთო მიზნების განხორციელებისა და სასურველი შედეგების მიღწევის ხელშეწყობა, ასევე, არსებული ურთიერთობების გაღრმავება და გაფართოება ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დარგებში.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, სოფია და თბილისი ერთნაირი სიდიდის ქალაქებია და ბევრი რამ აქვთ საერთო და მათი გამოცდილება საინტერესოა. ასევე, მნიშვნელოვანია კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ტურისტების ურთიერთგაცვლა.
„ის ღირსშესანიშნაობები, რაც სოფიას და თბილისს აქვს, საინტერესო იქნება ტურისტებისთვის, ამიტომ შევთავაზებთ მათ ჩვენს შესაძლებლობებს და ვითანამშრომლებთ სხვა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, რაც ორივე მხარისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება”,- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებამდე, თბილისის მერმა ბულგარელ კოლეგასთან ერთად ის ღონისძიებები დაგეგმა, რომელიც, დამეგობრების ფარგლებში, უახლოეს მომავალში განხორციელდება. მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.

კომენტარი