თბილისის შემოგარენის სოფლების აღწერა-ინვენტარიზაცია მიმდინარეობს

თბილისის შემოგარენის სოფლების აღწერა-ინვენტარიზაცია მიმდინარეობს

1046
გაზიარება

დამისამართების პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, თბილისის შემოგარენის სოფლების აღწერა-ინვენტარიზაციაზე მუშაობენ. პროცესი უკვე დასრულებულია ნასაგურში, წინუბანში, გიორგიწმინდაში, თელოვანში, დიდგორში, ძველ ვეძისში, დიდ და პატარა ლილოში, დაბა წყნეთში, კვესეთში, ბეთანიასა და ახალდაბაში. 13236113_1191808727510935_1026614563_n
​როგორც ​„სითი კვირას“ საჯარო რეესტრში განუმარტეს, სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში აღარ იარსებებს უსახელო გზები და ქუჩები, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება.

მათივე ინფორმაციით, ზემოთ დასახელებულ სოფლებში ჩატარებული სამუშაოს მიხედვით, აღწერილია არსებულ გზათა ქსელი, ქუჩები და მათი დასახელებები, გზების პარამეტრები და საგზაო ნიშნები, შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, იდენტიფიცირებულია მესაკუთრეები, დადგენილია უძრავი ნივთების ტიპები. ამჟამად ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს კიკეთში, რომლის დასრულების შემდეგ პროექტი კოჯრის, ტაბახმელას, წავკისის და შინდისის მიმართულებით გაგრძელდება.

საჯარო რეესტრის16a08485635b32760bc5d8a7a3e066cf ინფორმაციით, დამისამართების პროექტი ქვეყანაში სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას უწყობს ხელს და ისეთი მომსახურებების ეფექტიან მიწოდებას აუმჯობესებს, როგორიცაა ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტიან მუშაობას შეუწყობს ხელს.

კომენტარი