K2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით, 2014 წლამდე 2000-ზე მეტი ნებართვა გაიცა – დავით ნარმანია

K2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით, 2014 წლამდე 2000-ზე მეტი ნებართვა გაიცა – დავით ნარმანია

850
გაზიარება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, განაშენიანების ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით, 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე, 2000-ზე მეტი ნებართვა გაიცა.
​როგორც დედაქალაქის მერმა დღეს, საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, K2 კოეფიციენტის გაზრდა თბილისის მთავრობამ იმ მიზნით აკრძალა, რომ ქალაქს თავიდან აარიდონ ქაოტური განაშენიანება და უსახური შენობები.
მისივე თქმით, ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელი 2007 წლიდან, წინა ხელისუფლების დროს, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში დაწესდა.

„ავკრძალეთ K2 კოეფიციენტის გაზრდა, რათა ქალაქს თავიდან ავარიდოთ თქვენს მიერ ნებადართული ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობები. სწორედ თქვენ შემოიღეთ 2007 წლიდან მანკიერი პრაქტიკა ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, დააწესეთ მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის, რის შედეგსაც დღეს ჩვენი თანამოქალაქეები იმკიან“,-განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარი