საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გაზრდა შეიზღუდება

საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გაზრდა შეიზღუდება

636
გაზიარება

თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ ნაწილში, საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით დროებითი შეზღუდვა დაწესდება. თუმცა, დროებითი შეზღუდვა არ შეეხება დედაქალაქის გარეუბნებში მშენებლობებს.
როგორც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილება თბილისის ცენტრალური და ისტორიული უბნების მჭიდრო დასახლებებში, ქაოტური განაშენიანების მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიასთან ერთად, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პროექტს  განიხილავენ.

სხდომას, თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და არქიტექტორები ესწრებოდნენ. მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა, დეპუტატებს დედაქალაქის მუნიციპალური ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში შესატანი ცვლილებების პროექტი და ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირების პროექტის რუქა წარმოადგინა.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონის დანიშვნას, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომენტარი