“მახინჯი” ტური თბილისში ქალაქმგეგმარებელთან ერთად 

“მახინჯი” ტური თბილისში ქალაქმგეგმარებელთან ერთად 

1539
გაზიარება

არქიტექტორ და ქალაქმგეგმარებელ ირაკლი ჟვანიასთან ერთად, 29 მაისს თბილისის მასშტაბით მოეწყობა   „მახინჯი“ ტური, რომელიც 29 მაისს გაიმართება, რომელიც მოიცავს ინტენსიური მშენებლობის ტერიტორიებს ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებამდე. მარშრუტი დაიწყება ვერის უბანში, საიდანაც ტურის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ გაემართებიან, შემდეგ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიისკენ გადაინაცვლებენ და გზას თბილისის მერიასთან გააგრძელებენ. ტური მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დიდუბეში დასრულდება.13249445_1195824070442734_874701233_n
როგორც ტურის ორგანიზატორები აცხადებენ, ორი ათწლეულია ქალაქის დაუგეგმავი განვითარება უარყოფითად მოქმედებს თბილისის ურბანული გარემოს ესთეტიურ ღირებულებებზე. ტურის მონაწილეები ნახავენ, თუ როგორ დრამატულად ცვლის ურბანულ სცენას ესა თუ ის შენობების ჯგუფი და ამცირებს ადამიანის თვალისთვის გარემოს მიმზიდველობას. ტურის სახელწოდება “მახინჯიც” აქედან მომდინარეობს.
“თბილისი განთქმულია, როგორც მიმზიდველი ტურისტული ადგილით, სადაც სხვადასხვა პერიოდის არქიტექტურული სტილის ნარევით, აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. წარმტაცი ბუნებრივი ლანდშაფტი ქალაქს მის უნიკალურ შარმს სძენს. ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს უყვართ თბილისის სხვადასხვა უბნები. ისინი ქალაქის სხვადასხვა პერიოდს ასახავენ – შუა საუკუნეებიდან 20-ე საუკუნემდე მყუდრო ქუჩებითა და თბილისური ეზოებით, კოლორიტული სახლებითა და ნეოკლასიკური გამზირებით, არტ-ნუვოსა და აღმოსავლური სტილის შენობებით. თუმცა, ბოლო წლებში ქალაქის იერსახე მნიშვნელოვნად იცვლება და უფრო და უფრო მეტად ვხვდებით ბეტონის ჯუნგლებს, მაღალსართულიან შენობებს, რომლებსაც არანაირი არქიტექტურული ღირებულება არ გააჩნიათ,“-აცხადებენ ორგანიზატორები.
ტურის განმავლობაში გაიმართება მსჯელობა მსგავსი განვითარების მრავალ ასპექტზე – სამართლებრივ, ფინანსურ, სოციალურ, არქიტექტურულ, ესთეტიურ, გარემოს დაცვით და სხვა საკითხებზე.

კომენტარი