შეუცვლიან თუ არა სახელს „ვარდების მოედანს“ (?)

შეუცვლიან თუ არა სახელს „ვარდების მოედანს“ (?)

540
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძემ, საკრებულოს დეპუტატებს ,,ვარდების მოედნისთვის’’ ძველი სახელწოდების-,,რესპუბლიკის მოედნის’’ დაბრუნების ინიციატივით მიმართა.
როგორც თევდორე კობახიძემ, დღეს გამართულ იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა მან სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას უკვე წარუდგინა.

მისივე თქმით, როგორც დედაქალაქის საკრებულოს წევრს და ერთ რიგით თბილისელს, პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია აქვს თანამოქალაქეებთან და შესაბამისად მისთვის ცნობილია ამ საკითხისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება.

თავის მიმართვაში, დეპუტატმა კომისიას „თბილისში, მთაწმინდის რაიონში, „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ – „რესპუბლიკის მოედნის“ სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტიც გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, თბილისში, რუსთაველის გამზირის დასავლეთ ნაწილში 1983 წელს აშენებულ „რესპუბლიკის მოედანს“, 2003 წლის რევოლუციის აღსანიშნავად „ვარდების რევოლუციის მოედნის“ სახელწოდება 2005 წელს მიენიჭა.

კომენტარი